საგიჭეთი პარიზში, ხვიჩა ვერდიქტის მოლოდინში და იამალის მუქარა

საგიჭეთი პარიზში, ხვიჩა ვერდიქტის მოლოდინში და იამალის მუქარა

დღეს, ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მესამე ტურში პსჟ „ბარსელონას“ დაძაბული სიტუაციის ფონზე უმასპინძლებს. საფრანგეთის დედაქალაქში გამართულ დემონსტრაციებს ძალადობა და ძარცვა მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით ორი ათასზე მეტი ადამიანია დაკავებული.

საფეხბურთო მუზეუმიდან ლეო მესის მაისური და ავტოგრაფიანი კაპიტნის სამკლავური წაიღეს. „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ეს თემა მისი განსახილველი არ არის, არ მოსწონს, რაც ხდება, შიში არ აქვს და შეხვედრის მშვიდობიანად ჩატარების იმედი გამოთქვა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თამაშს არ გადაიტანენ და „პარკ დე პრენსზე“ შეფერხების გარეშე დაიწყება.

ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ისაა, იქნება თუ არა პსჟ-ს გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში. „პარიზიენის“ ცნობით, ეს მაგნეს აკლიუშის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, რომელმაც „სტრასბურგთან“ დაპირისპირებისას მარცხენა კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო, თუმცა გუშინ გუნდთან ერთად ივარჯიშა. პარიზის აეროპორტში „ბარსელონას“ ვარსკვლავმა ლამინ იამალმა სიცილით თქვა: „პსჟ, მე მოვდივარ!“

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button