VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 იბერია 1999. …პასუხი ფსიქოლოგებისთვის მიგვინდვია…

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 იბერია 1999. …პასუხი ფსიქოლოგებისთვის მიგვინდვია…

29-ე ტურის ბოლო მატჩში "იბერია 1999-მა" სტუმრად დაამარცხა "დილა" და აგრძელებს ბრძოლას ტიტულის დასაცავად. გორელები კი, ეტყობა, შეურიგდნენ იმ პერსპექტივას, რომ ვერც საპრიზო ადგილზე გავლენ (თეორიულად, გორელებს ამის შანსი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს), არც გავარდებიან. ამიტომ, მთელი აქცენტი ახლა თასის გათამაშებაზე აქვთ გადატანილი.

ეს არის გზა, რომელმაც გორელები, შეიძლება, ევროპაზე გაიყვანოს, თუმცა იოლი იქაც არ იქნება – ბერძენი სპეციალისტის, დიამანტის ვავალისის გუნდს ნახევარფინალში ბათუმის "დინამოსთან" უწევს დაპირისპირება… მოკლედ, ასეა თუ ისე, "დილამ" ეს სეზონი ჩააგდო, რაც კარგად ჩანს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის დაცარიელებული ტრიბუნებითაც. ვერ ვიტყვით, რომ "დილამ" არ იბრძოლა, მაგრამ ფაქტია, გუნდს მთელი მატჩის განმავლობაში ხეირიანი შეტევა არ ჰქონია.

აღარაფერს ვამბობთ საგოლე მომენტზე. საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტია – ბოლო ორ ჩემპიონატში "იბერიამ" 8 თამაში ჩაატარა "დილასთან" და ყველა მოუგო. დაგვეთანხმებით, ასეთი მაჩვენებელი ბევრ ლიდერს აუტსაიდერთანაც არ აქვს.

ხომ არ ჩამოუყალიბდა "დილას" "იბერიას" სინდრომი? მით უმეტეს, შარშანდელი გორული 0:6-ის შემდეგ?.. პასუხი ფსიქოლოგებისთვის მიგვინდვია…

"იბერიამ" პრაგმატულად ითამაშა – 3 ქულად აიღო და "მიალბისთან" კონფერენსლიგის მე-2 ტურის თბილისური მატჩის წინ უსაშველოდაც არ დაღლილა. თუმცა, ვფიქრობთ, პარალელურად ევროთასებზე თამაში ხელს შეუშლის "იბერიას" საშინაო საქმეებს. საამისოდ ორი, მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალის შემადგენლობაა საჭირო.

29 ტურის შემდეგ 53 ქულით კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს ბათუმის "დინამო", 52-52 ქულა აქვთ "რუსთავს" და "იბერიას", მე-4 ადგილზეა თბილისის "დინამო" 51 ქულით. მომდევნო ტურში (26 ოქტომბერი) "იბერია" "ტორპედოს" უმასპინძლებს, ხოლო 24 ოქტომბერს "დილა" "მეშახტეს" ესტუმრება. დილა-იბერია 1999 0:2 0:1 ძაგანია (42, ქობულაძის პასით), 0:2 კაფე (51) დილა: სანიკიძე, კიკაბიძე, არაუჟო (ეტოუ 75), პუკეტი (ზარგარი 52), სანიანგი, დიუფი (ჯალაღონია 64), ანოფი, მენთეშაშვილი, ფარულავა (ედჰარტი 64), კანტე (გოგობერიშვილი 64), შეყილაძე იბერია: მაკარიძე, ქობულაძე, ამისულაშვილი, სელიმოვიჩი, ჯინჯოლავა (ბერიძე 80), ქარდავა (ალჰასანი 86), დადიანი (კუცია 75), სიხარულაშვილი (ბართიშვილი 80), კაფე (ნაჭყებია 75), ტიბუე, ძაგანია არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button